ლევან გოგიჩაიშვილი შს მინისტრის მოადგილეს - კანონში გვახსოვს ნორმები, როდესაც 12-13 წლის ბავშვებს სჯიდნენ რაღაც ზე-იდეალებიდან გამომდინარე

კანონში ცოტა ბუნდოვანებაა, კარგად უნდა იკითხებოდეს, რომ არ იყოს ინტერპრეტაციის საშუალება. რა არის ამის აუცილებლობა ასე დეტალებში შესვლის? ეს უბრალოდ სტატისტიკისთვის შემოგაქვთ, რომ კარგად მუშაობთ თუ რატომ?-ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა შს მინისტრის მოადგილეს ნათია მეზვრიშვილს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სესიაზე „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს წარადგენს. კერძოდ, ახალი ინიციატივის მიხედვით, „სისხლის სამართლის კოდექსით“ დასჯადი ხდება ე.წ ქუჩური გარჩევა. სასჯელის მინიმალური ზღვარი ჯარიმაა, ხოლო მაქსიმალური ზომა ორწლიანი პატიმრობა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ სჭირდება შსს-ს დამატებითი ცვლილებები კანონში, როდესაც ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლისთვის უამრავი სხვა მეთოდი უკვე არსებობს.

„ჩვენ ბევრი გამოცდილება გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის, რეჟიმებთან ურთიერთობის. რეჟიმები როგორ იყენებდნენ ამ კოდექსებს, თქვენც კარგად უნდა იცოდეთ, იმიტომ რომ თქვენც მუშაობდით იმ პერიოდში, როდესაც სხვადასხვა მუხლებს ძალიან ცუდად იყენებდა ხელისუფლება უდანაშაულო ადამიანების დასასჯელად. იცით, როცა არის ცუდი ხელისუფლება როგორ შეიძლება ისეთი ნორმებიც კი, რომელიც შეიძლება პირიქით საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვისკენ იყოს მიმართული, ადამიანის წინააღმდეგ გამოიყენო. ჩვენ გვახსოვს ის ნორმები, როდესაც 12-13 წლის ბავშვებს სჯიდნენ რაღაც ზე-იდეალებიდან გამომდინარე. ხომ არ ვიმსჯელოთ კიდევ უფრო მეტი“, -მიმართა შს მინისტრის მოადგილეს ლევან გოგიჩაიშვილმა.

საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ დღეს პირველი მოსმენით განიხილება.

რამაზ საყვარელიძე - არცერთ კვლევაში პატარა პარტიებისკენ არ მიდის ხმები, რადგან ჯერ ისევ „ნაციონალების“ და მისი ვარიაციების მიღება-არმიღებაა მწვავე საკითხი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.08.2020
გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა
"მეამას" შენობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა