ანა დოლიძე - ზუსტად ისე ატარებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს, როგორც სააკაშვილის რეჟიმის დროს ატარებდნენ სასამართლო სხდომებს

ზუსტად ისე ატარებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს, როგორც სააკაშვილის რეჟიმის დროს ატარებდნენ სასამართლო სხდომებს, - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ბოლო დროის განმავლობაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების ორშაბათის ნაცვლად პარასკევს ჩატარებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს" ანა დოლიძემ განუცხადა, პარასკევობით საბჭოს სხდომის ჩატარება ერთ-ერთი „ხრიკია", რომ საბჭოს სხდომებს საზოგადოების ყურადღება მოაკლდეს. მისი თქმით, მორიგი სხდომა პარასკევს, 31 მაისს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

„ჩვენთვის არც კი შეუთანხმებიათ ისე, მორიგჯერ და თვითნებურად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა საბჭოს სხდომები გადმოიტანა პარასკევს, შუა დღეს. ეს უკვე მერამდენედ ხდება. რა თქმა უნდა, როგორც წინა სხდომაზე, ისე ახლაც ამის მიზანი და პრინციპი არის მაქსიმალურად "ჩაკლას" იუსტიციის საბჭოს აქტივობა და მოაკლოს საზოგადოებრივი ყურადღება სხვადასხვა ხრიკების მეშვეობით. ეს არის ერთ-ერთი ხრიკი. იუსტიციის საბჭომ რაც არ უნდა ილაპარაკოს საჯაროობაზე, სინამდვილეში, პარასკევს სხდომების გადატანა არის მარტივი მანევრი იმისთვის, რომ ხალხმა არ გაიგოს, რა ხდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. როგორც ჩანს, ისინი კარგად არ გვიცნობენ მე და ნაზი ჯანეზაშვილს, არ გამოუვათ.

სააკაშვილის რეჟიმის დროს რომ სასამართლო პროცესებს ღამ-ღამობით ატარებდნენ, თუ უნდათ ასე ჩაატარონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებიც, მაინც არ გამოუვათ არაფერი, ეს იქნება ნომერ პირველი საკითხი საზოგადოების დღის წესრიგში“, - განაცხადა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო