ნათია თურნავა - გვაქვს ძალიან აქტიური მარკეტინგული პროგრამა აგროტურიზმის განვითარებისთვის, რომელიც ჩვენი პრიორიტეტია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, აგროტურიზმი ქვეყნისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მისივე თქმით, ამ მიმართულებით აქტიური მარკეტინგული პროგრამა არსებობს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური მარკეტინგული პროგრამა, როგორ მოვიზიდოთ ახალი ტიპის ტურისტები, მათ შორის აგროტურიზმში. მსურს აღვნიშნო, რომ აგროტურიზმი ჩვენთვის პრიორიტეტია, ეს არის ჩვენი მომავალი, სადაც შერწყმულია ჩვენი მდიდარი სასოფლო-სამეურნეო რესურსის ეფექტური გამოყენება, ახალი ტიპის ტურისტის მოზიდვა, მეტი ოჯახის ჩართვა ამ ბიზნესში და მეტი ინკლუზიურობა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ წინანდალში გამართულ ფორუმზე, სადაც კახეთის ეკონომიკური განვითარების პოტენციალზე ისაუბრა.

მისივე თქმით, კახეთის რეგიონისთვის სხვა მიმართულებებიც საინტერესოა, ამიტომ ამ კუთხით გაძლიერება მნიშვნელოვანია.

„კახეთის რეგიონისთვის ასევე საინტერესოა სხვა მიმართულებები, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ - ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომ ქონება, რომელიც ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაშია, უფრო მეტად ჩავრთოთ ეკონომიკური დოვლათის შექმნასა და ეკონომიკურ ბრუნვაში. ასევე საინტერესოა მცირე ფერმერული მეურნეობები, მცირე მეღვინეობა, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროები - კახეთი ამ თვალსაზრისით არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სფერო, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ტურისტები და ჩვენ ეს მიმართულებები კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ რეგიონულ მნიშვნელობას, რომელსაც ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს. მისი შეფასებით, ეს არის წარმატებული პროგრამა, განსაკუთრებით იმ რეგიონებისთვის, სადაც ჯერ კიდევ არ არის ინფრასტრუქტურა, ბევრი რამ არის გასაკეთებელი და არსებობს განვითარების პოტენციალი.

„აქედან გამომდინარე, მთავრობა მიდის იმაზე, რომ შეღავათიან ფასად, თუნდაც, ერთ ლარად, ინვესტორს შესაბამისი ვალდებულებებით გადავცეთ სახელმწიფო ქონება, მიწის ფართი, რომ განვითარდეს ადგილობრივი წარმოება და ადგილობრივი ბიზნესი,“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო