ლევან ახვლედიანი ნათია თურნავას განცხადებაზე - მზად ვართ, პირნათლად შევასრულოთ ვალდებულებები, ამისთვის უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა

მზად ვართ, პირნათლად შევასრულოთ ვალდებულებები, ამისთვის უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა, რაც მთავრობასა და ბანკებს შორის მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაზეა დამოკიდებული, - ასე ეხმაურება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი ნათია თურნავას მოწოდებას, რომ „ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზებს და კონცენტრირდეს არსებული ვალდებულებების შესრულებაზე“.

როგორც ლევან ახვლედიანი აცხადებს, კონსორციუმი პირნათლად ასრულებდა და შეასრულებს თავის ვალდებულებებს, მთავარია, რომ ამის შესაძლებლობა მიეცეს და ინვესტორებსა და მთავრობას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს.

„საუბარი იყო კონსორციუმის ვალდებულებებზე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გუნდი, ჩვენი აქციონერები, ყოველთვის ვასრულებდით და ვასრულებთ ვალდებულებებს. მშენებლობის პირველი ეტაპი დავასრულეთ, 70 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. რაც შეეხება მომავალ ვალდებულებებს, მზად ვართ, რომ ეს ვალდებულებებიც პირნათლად შევასრულოთ, თუმცა ამისთვის უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა რაც დამოკიდებულია მთავრობასა და ბანკებს შორის მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაზე. ამაზე პასუხისმგებელი ვართ როგორც ჩვენ, ისე ბანკები და მთავრობა. ასეთი ქმედებები, რაც ახლა მოხდა, პროცესს ძალიან აზიანებს“, - აცხადებს ლევან ახვლედიანი.

შეგახსენებთ, გუშინ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა, რასაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადება მოჰყვა. როგორც კონსორციუმი განმარტავს, საკითხის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებულნი და თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება.

დღეს საკითხზე განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააკეთა . ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს