კახეთში საერთაშორისო რეგიონული საინვესტიციო ფორუმი - ,,მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“ ჩატარდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, კახეთში, „რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში“, საერთაშორისო რეგიონული საინვესტიციო ფორუმი -,,მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“ ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, რომელიც ღონისძიების ერთ-ერთი პანელის-,,კახეთის რეგიონი ეკონომიკური ზრდის კონცეფცია და საინვესტიციო შესაძლებლობები“ მოდერატორი იყო. მათივე ცნობით, ნინო ჩოქოვანმა გამოსვლაში ხაზი გაუსვა პალატის საქმიანობის პრიორიტეტებს, რეგიონებში ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით და კახეთის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს. ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს რეგიონული ბიზნესის განვითარებაზე. ამისათვის, მუდმივად ვუწევთ ორგანიზებას ტრენინგებსა და სწავლებებს სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც მეწარმეებს ეხმარება უკეთ მართონ საკუთარი საქმე და დასახონ ახალი მიზნები. ასევე ორგანიზებას ვუწევთ რეგიონულ ბიზნეს ფორუმებს, რომლებიც კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მეწარმეებმა დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები და ჰქონდეთ საკომუნიკაციო სივრცე, ასევე პოტენციუმა ინვესტორებმა გაიგონ მეტი ამა თუ იმ რეგიონის პოტენციალზე. კახეთი საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის მიზანიც სწორედ ესაა, ადგილობრივ თუ უცხოელ ინვესტორებს მიეცეთ საშუალება გაეცნონ კახეთი რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებს“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

ფორუმი გახსნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს ვიცე პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ.

ღონისძიებას დაესწრო 20-ზე მეტი უცხოური და 150-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი და მათ საშუალება ჰქონდათ განეხილათ თანამშრომლობის პერსპექტივები. ფორუმის ფარგლებში გაიმართა 3 პანელური სესია, რომელთა მთავარი მიმართულებებიც იყო სოფლის მეურნეობის პოტენციალი კახეთის რეგიონში, ასევე საინვესტიციო შესაძლებლობები ტურიზმისა და განახლებადი ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების სექტორებში.

ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“, კახეთის გუბერნიისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის (DMO) მხარდაჭერით ტარდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო