თიბისი სტატუსის იღბლიანი მომხმარებელი ოჯახთან ერთად პარიზის „დისნეილენდში“ გაემგზავრება

„თიბისი ბანკის“ პერსონალური საბანკო მომსახურება - თიბისი სტატუსი და „მასტერქარდი“ თიბისი სტატუსის მომხმარებლებს დაუვიწყარ თავგადასავალს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თიბისი სტატუსის ის მომხმარებელი, რომელიც 29 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით მასტერქარდ სტატუს ბარათით ყველაზე მეტ ტრანზაქციას განახორციელებს, პარიზის „დისნეილენდში“ “ვარსკვლავური ომების“ VIP ტურის ოთხკაციან საგზურს მოიგებს, სადაც ოჯახთან ერთად გაემგზავრება. მოგზაურობის პერიოდი 28-30 ივნისია.

„საგზური მოიცავს მგზავრობას 4 ადამიანზე, სასტუმროში განთავსებასა და “ვარსკვლავური ომების“ ტურს გიდის თანხლებით. გიდი გამარჯვებულ ოჯახს VIP ტურში გაუძღვება, რომელიც „ვარსკვლავურ ომებთან“ დაკავშირებულ ყველა მოვლენას მოიცავს. ოჯახი იმოგზაურებს „ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟების - ჯაკუს, ჰოთის, ტატუინის, სიკვდილის ვარსკვლავის ეგზოტიკურ სამყაროებში და ბევრ მსგავს ადგილას ლოზუნგით - „ვარსკვლავური ტურები: თავგადასავლები გრძელდება“. მათ VIP ოთახში მოხვედრის საშუალებაც ექნებათ, სადაც გარედან დააკვირდებიან ვარსკვლავური ხომალდის მოძრაობებს. ტურის მონაწილეებს ახალი მისია ელით: დალაშქრონ ვარსკვლავური ომების ჰიპერ-კოსმოსური მთა, გაერთიანდნენ აჯანყებულთა ალიანსში და ბრძოლით გაიკაფონ გზა იმპერიულ TIE მებრძოლებს შორის. ამის შემდეგ გამარჯვებულები დარტ ვეიდერს შეხვდებიან და მასთან ექსკლუზიური ფოტოს გადაღების შესაძლებლობაც ექნებათ. ბოლოს, გამარჯვებული ოჯახი რესტორნის ზედა სართულზე გამაგრილებელ სასმელებსა და „ვარსკვლავური ომების“ თემატიკის წასახემსებელ საშუალებებს დააგემოვნებენ.

აღნიშნულ გათამაშებაში მონაწილეობა თიბისის სტატუსის ყველა მომხმარებელს შეუძლია, რომელიც აქციის პერიოდში მასტერქარდ სტატუს ბარათით ისარგებლებს. საგზურის მოსაგებად მხოლოდ ტრანზაქციების განხორციელებაა საჭირო. ტრანზაქციის მინიმალური მოცულობა 20 ლარს შეადგენს. ტრანზაქციაში იგულისხმება საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ პოს ტერმინალზე შესრულებული ან ინტერნეტით განხორციელებული (e-commerce) ოპერაცია.

გამარჯვებულის ვინაობა 18 ივნისს გახდება ცნობილი“, - აღნიშნულია თიბისი ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
„ციტადელი“ მომხმარებელს ახალ შოურუმში ეპატიჟება
როგორ ვისარგებლოთ თიბისი ფეის აპლიკაციით
კრედო ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშესაწყობად 36 მილიონი ლარის მოცულობის საფინანსო ხელშეკრულება გაფორმდა