ნათია მეზვრიშვილი ე.წ. ქუჩურ გარჩევაზე - ფიზიკურად შეუძლებელია ვინმეს დასჯა, თუ სახეზე არ იქნება უკანონო მეთოდები

კოდექსში ბევრ მუხლთან დაკავშირებით მუდმივად ისმის კითხვები, რომ „აბა ბოროტად არ იქნას გამოყენებული“. რა თქმა უნდა ამისგან დაზღვეული არავინ არ არის,თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, მოწოდებული ვართ, რომ საბოლოო ჯამში, 226-ე პრიმა მუხლი თუ კანონის სახეს მიიღებს, თქვენი მონაწილეობთ და ჩართულობით, ჰქონდეს ისეთი სახე რომ სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლეოდეს, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა, რითაც ის დეპუტატების ნაწილის პოზიციას გამოეხმაურა, რომ „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები ბუნდოვანია და ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შს სამინისტრომ სხვა უწყებების ჩართულობით ბევრჯერ შეიტანა ცვლილება კანონპროექტზე მუშაობის დროს მასში ცვლილება ბევრჯერ შეიტანა, რისი მიზანიც იყო ის, რომ რაც შეიძლება ნათელი და განჭვრეტადი ჩანაწერი გაკეთებულიყო და არც დღეს და არც მომავალში სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნულის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა არ ჰქონოდათ. ამასთან, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ყველაზე მეტ კითხვის ნიშანს ცვლილების ის ნაწილი აჩენს, რომელიც „პასიურ მონაწილეობას“ ეხება.

„ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ, რაც შეიძლება მეტი ფილტრი დაგვეწესებინა. 1. შემოვიტანეთ წინასწარი შეცნობის ელემენტი, ბრალის სუბიექტურ ხარისხს ვგულისხმობ, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც დასჯადობის საკითხი საერთოდ ვერ განიხილება. პირი ვერ დაისჯება, თუ წინასწარი შეცნობის ელემენტი სახეზე არ არის. 2. კითხვის ასე დასმა, რომ „უნებლიე მონაწილეობები ხომ არ დაისჯება“ ჩემი აზრით იმთავითვე არასწორია, იმიტომ რომ პირდაპირ და შეგნებულად მუხლში მივუთითეთ. უბრალო შეკრებისა და უბრალო შეკრებაში მონაწილეობისთვის, ფიზიკური თუ ემოციური მხარდაჭერისთვის - ამ შემთხვევაში პასიური მონაწილეობის ელემენტებზე ვსაუბრობ ფიზიკურად შეუძლებელია ვინმეს დასჯა, თუ სახეზე არ იქნება ის უკანონო მეთოდები, რაც პირდაპირ ჩავწერეთ მუხლში“,-განაცხადა მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონში ცვლილებათა პროექტი უბრალო შეკრებისთვის ან დაძაბული დისკუსიისთვის პირის დასჯას არ ითვალისწინებს და საუბარია ისეთ შეკრებაში მონაწილეობაზე, რასაც თან ახლავს ძალადობა, იძულება, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გამჟღავნების მუქარა და ა.შ.

პარლამენტი 1-ლი მოსმენით განიხილავს „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს. კერძოდ, ახალი ინიციატივის მიხედვით, „სისხლის სამართლის კოდექსით“ დასჯადი ხდება ე.წ ქუჩური გარჩევა. სასჯელის მინიმალური ზღვარი ჯარიმაა, ხოლო მაქსიმალური ზომა ორწლიანი პატიმრობა.

იხილეთ ვიდეო: ე.წ. ქუჩური გარჩევა დასჯადი ხდება - კანონპროექტზე პარლამენტში იმსჯელეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა