გენერალური პროკურორი სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ კითხვაზე - ყველა დამნაშავის ექსტრადირების პროცესზე მუშაობა გრძელდება

ყველა დამნაშავის ექსტრადირების პროცესზე მუშაობა გრძელდება, - ასე უპასუხა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტების კითხვას, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე გაიგზავნება თუ არა მორიგი მოთხოვნა უკრაინის პროკურატურაში.

როგორც თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს და არ იზიარებს მოსაზრებას, რომ რამდენჯერაც გაიგზავნა ექსტრადიციის მოთხოვნა, იმდენჯერ უარი მიიღო საქართველოს პროკურატურამ.

„არ დაგეთანხმებით, რომ რამდენჯერაც გაიგზავნა, იმდენჯერ უარი არ იყო. მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები. ყველა დამნაშავესთან მიმართებაში აღნიშნული პროცედურები გაგრძელდება და დამნაშავე, რომელიც წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე ბუნებრივია, ის პასუხს აგებს“, - განაცხადა თადუმაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა