gwp ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების რეაბილიტაციას იწყებს

ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 2 ივნისს, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ჭავჭავაძის გამზირზე წყალსადენისა და წყალარინების სისტემის გასაახლებლად მასშტაბურ სარეაბილიტაციო პროექტს იწყებს. პროექტის პირველი ნაწილის ფარგლებში, 2.7 კმ-ზე მეტი სიგრძის წყლმომარაგების სისტემა სრულად შეიცვლება.

„აღსანიშნავია, რომ წყალმომარაგების სისტემა ჭავჭავაძის გამზირზე სრულად არასდროს განახლებულა, შესაბამისად, აღნიშნულ პროექტს თბილისისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სამუშაოებს 2 ივნისს დავიწყებთ და ვიმუშავებთ 24 საათიან რეჟიმში. სრულად შევცვლით წყლისა და წყალარინების ქსელებს ჭავჭავაძის გამზირის პირველი ნომრიდან ატენის ქუჩამდე. პროექტში gwp 3.4 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს”, - აცხადებს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დრიექტორი, ირაკლი ბაბუხადია.

კომპანიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განახლებულ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს, წყლის წნევის რეგულატორებს, ჰიდრანტებსა და ჭებს მოაწყობს.

gwp ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის განახლების პირველ ნაწილს 3 თვეში დაასრულებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მოწვევით, ჭავჭავაძის გამზირის წყალსადენისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პროექტირებისა და ზედამხედველობის პროცესში ჩართულია ავსტრიული კომპანია ILF.

აღსანიშნავია, რომ ILF წამყვანი ავსტრიული საინჟინრო კომპანიაა 50 წელზე მეტი გამოცდილებით, ორგანიზაციას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც არაერთი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტი აქვს განხორციელებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა