ბოლნისის პოლიციის ყოფილ დეტექტივ-გამომძიებელს პატიმრობა შეეფარდა

ბოლნისის პოლიციის განყოფილების ყოფილ დეტექტივ-გამომძიებელ კონსტანტინე ქოჩიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

კონსტანტინე ქოჩიშვილს ბრალი სსკ-ის 1443 მუხლის ა, ბ და ზ პუნქტებით აქვს წაყენებული, რაც არასრულწლოვნის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

ადვოკატმა ჯაბა კოჭლამაზაშვილმა 30 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახით კონსტანტინე ქოჩიშვილს პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა