მარიამ ქვრივიშვილმა კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“, კახეთის გუბერნიისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის (DMO) მხარდაჭერით ჩატარდა.

ფორუმში 20-ზე მეტი საერთაშორისო და 150-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა .

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ტურიზმის ტენდენციებზე და სტრატეგიაზე ისაუბრა, განსაკუთრებული ყურადღება კახეთის რეგიონის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობებზე გაამახვილა.

ღონისძიების ფარგლებში განიხილეს საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა რეგიონალურ და გლობალურ დონეზე. ამასთანავე, ფორუმის მონაწილეებმა საგარეო ვაჭრობის განვითარებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზებზე იმსჯელეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონალური ფორუმი იქცევა პლატფორმად საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება საინვესტიციო შესაძლებლობების და პარტნიორობის მოძიება რეგიონში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო