ACS ამერიკული ქიმიური საზოგადოება საქართველოს სტუდენტური წარმომადგენლობის რიგით მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმს მართავს

ACS ამერიკული ქიმიური საზოგადოება საქართველოს სტუდენტური წარმომადგენლობა უკვე მეორე წელია, რაც საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოსთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს ქიმიკოსთა საზოგადოებასთან თანამშრომლობით.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდან“ აცნობეს, სიმპოზიუმს დაესწრებიან მოწვეული სტუმრები ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა (MCA) და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) წარმომადგენლები, პროფესორები, დონორი ორგანიზაციები, სტუდენტები და პროფესიონალები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და კვლევითი ორგანიზაციიდან. მოწვეული მომხსენებლები არიან არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთელი კავკასიის რეგიონიდან და აშშ-დან.

მათივე ინფორმაციით, სიმპოზიუმი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, სადაც მოხდება ქიმიის სფეროში მიღწევებისა და ინოვაციების გაზიარება ახალგაზრდა მეცნიერებისთვის და უფროსი მკვლევარებისთვის. სიმპოზიუმის ძირითადი მიზანია კავკასიის რეგიონში მეცნიერებისთვის პლატფორმის ჩამოყალიბება, სადაც მოხდება მკვლევარების თავმოყრა და შედგება ამ სფეროში მიმდინარე წინსვლებზე საუბარი. სიმპოზიუმზე წარდგენილი იქნება ქიმიასთან დაკავშირებული მრავალი თემა. ლექციები და წარმოდგენილი პროექტები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ანალიტიკური ქიმია, ფიზიკური ქიმია, თეორიული ქიმია, ორგანული ქიმია, ბიოქიმია, არაორგანული ქიმია, გარემოს ქიმია, ეკოლოგია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს