სალომე სამადაშვილი - საქართველოს ხელისუფლებას არავინ უშლიდა ხელს, სააკაშვილის ექსტრადიცია მოეთხოვა ნებისმიერი ქვეყნიდან, სადაც ის ჩადიოდა

საქართველოს ხელისუფლებას არავინ უშლიდა ხელს, სააკაშვილის ექსტრადიცია მოეთხოვა ნებისმიერი ქვეყნიდან, სადაც ის ჩადიოდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირების შესახებ განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ არავინ არ აპირებს მათთვის სააკაშვილის ექსტრადიციით გადაცემას.

მიხეილ სააკაშვილი მიმალვაში არ ყოფილა. ის საჯაროდაა წარმოდგენილი როგორც ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში. გასული წლების განმავლობაში თავისუფლად მოგზაურობს და გადაადგილდება. საქართველოს ხელისუფლებას არავინ არ უშლიდა ხელს, მისი ექსტრადიცია მოეთხოვა ნებისმიერი ქვეყნიდან, სადაც ის ჩადიოდა. ეს კიდევ ერთხელ თავის მასხრად აგდებაა. რეალურად ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ არავინ არ აპირებს მათთვის სააკაშვილის ექსტრადიციით გადმოცემას. საკუთარ თავს მორიგ ჯერზე ძალიან უთავმოყვარეოდ დასცინიან, როდესაც მსგავს განცხადებებს აკეთებენ.

უკრაინა სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემას მხოლოდ მაშინ განიხილავდა, როდესაც პოროშენკოს და ივანიშვილის ინტერესები სააკაშვილის პოლიტიკური სივრციდან განდევნის საკითხზე ერთმანეთს ემთხვეოდა," - განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა