დეპუტატი ილია ნაკაშიძე აჭარაში მაღალჩინოსნების დაკავებაზე - ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ვიბრძვით და ასე იქნება მომავალში

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ვიბრძვით და ასე იქნება მომავალშიც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ილია ნაკაშიძემ განუცხადა. მმართველი პარტიის დეპუტატის თქმით, ამ კონკრეტულ ფაქტზე სისტემური დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

„პროკურატურის ბრიფინგს მოვუსმინეთ, სადაც კონკრეტულად ნათქვამია, რომ სპეცოპერაცია ყოფილი და დღევანდელი მაღალჩინოსნების, კონკრეტულად 2015-16 წლების უკანონო საქმიანობას ეხება. საუბარი ძველ ფაქტებზეა. ძირითადად ეს ბათუმის მუნიციპალიტეტს ეხება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კორუფციის საწინააღმდეგოდ ვიბრძვით და ასე იქნება მომავალშიც. კორუფცია სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დამანგრეველი ძალაა. სისტემურ დანაშაულს ვერ ვხედავ იმიტომ, რომ ერთ მუნიციპალიტეტს ეხება. სისტემურ დანაშაულებამდე შორსაა",- განაცხადა ილია ნაკაშიძემ.

აჭარის პროკურატურამ აჭარის მთავრობის წევრები, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. დაკავებულთა შორისაა ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს