ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მეწარმე ქალებს ესტუმრნენ

მეწარმე ქალებმა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ერთობლივი ვიზიტით იმყოფებოდნენ, საკუთარი საქმიანობა გააცნეს.

საგარეო უწყების ცნობით, მეწარმე ქალებს მხარდაჭერას პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ უწევდა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციები ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმომადგენელთან ერთად ქუთაისს, ოზურგეთს, ლაითურს, ვანს, დიმსა და ობჩას სტუმრობდნენ.

„ქალი მეწარმეები სხვადასხვა საქმიანობას ეწევიან, მათ შორის, სასტუმრო ბიზნესს, მეღვინეობასა და ფერმერობას. პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნითა და ფინანსური მხარდაჭერით, მეწარმე ქალებმა საკუთარი წარმოება გაზარდეს და დამატებით ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმეს. „ნორვეგიას გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან ხანგრძლივი და კარგი თანამშრომლობა აქვს. ამგვარ ვიზიტებში მათთან ერთად მონაწილეობა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გვიქმნის, რომ პროექტთან მჭიდროდ ვიყოთ დაკავშირებულები. ჩვენთვის მართლაც შთამბეჭდავი იყო ძლიერ, შემოქმედებითად მომუშავე და საჭირო უნარების მქონე ქალებთან შეხვედრა. ნათელია, რომ ტრენინგებზე მათ სასარგებლო ცოდნა მიიღეს. ასევე, დავინახეთ, თუ როგორ მოხდა მცირე გრანტების საჭირო აღჭურვილობაში ინვესტირება, რამაც ბევრ მათგანს შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობა შეუქმნა“, - აღნიშნა ვიზიტთან დაკავშირებით ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა კერსტინ აგნეტა ვალბერგმა.

ქალებმა, რომლებთანაც შეხვედრები შედგა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მთავარი პარტნიორების - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და ფონდ „ტასოს“ მიერ გაწეული ძალისხმევა დადებითად შეაფასეს“,- ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული პროექტი საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერას 2020 წლამდე განაგრძობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა