ეკა ბესელია ბათუმში ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავებაზე - დღეს პროკურატურის დღეა და  არა მგონია, შემთხვევითი იყოს დღევანდელი დაკავებები

დღეს პროკურატურის დღეა და არა მგონია, შემთხვევითი იყოს დღევანდელი დაკავებები,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავებას. მისი შეფასებით, როდესაც კორუფციული ბრალდებით თანამდებობის ამჟამინდელი თუ ყოფილი პირების დაკავება ხდება, ეს საკმაოდ მძიმე ფაქტია.

"მე კონკრეტულ ბრალდებას ვერ შევაფასებ, მაგრამ როდესაც კორუფციული ბრალდებით თანამდებობის ამჟამინდელი თუ ყოფილი პირების დაკავება ხდება, ეს მე მგონი, არის საკმაოდ მძიმე ფაქტი. კორუფციული ინტერესები რომ იყო ადგილებზე, არამხოლოდ აჭარაში, არამედ სხვა მუნიციპალიტეტებშიც, ამაზე იყო საუბარი. მე მგონია, რომ ცოტა დაგვიანდა კიდეც რეაგირება. ეს არის საქმე, რომელიც გამოძიებამ და შემდეგ სასამართლომ უნდა განიხილოს. ამიტომ მე უდანაშაულობის პრეზუმპციას არ დავარღვევ, თუმცა ზოგადი კონტექსტი რომ გითხრათ, დღეს პროკურატურის დღეა და მე შემთხვევითი არ მგონია, რომ დღევანდელ დღეს ხდება ეს დაკავება. კორუფციულმა ინტერესებმა, რომელიც სამწუხაროდ რეგიონებში ბევრ ადგილას გვხვდება, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ხელისუფლებას. ცოტა უფრო მეტი კონტროლი რომ ყოფილიყო ადგილობრივი პირების გადაწყვეტილებებზე და მონიტორინგის ცოტა უფრო გამართული სისტემა რომ ყოფილიყო, დღეს ქვეყანაში უკეთესი შედეგი იქნებოდა,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე არიან დაკავებულები. კერძოდ, დაკავებულები არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე, ბათუმი მერიის და სამინისტროების თანამშრომლები ბექა ხალვაში, ნუკრი ხინთიბიძე, ბათუმის ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის თანამშრომელი ეგარსლან ლომაძე.

პროკურატურის ინფორმაციით, გაიფლანგა 1 370 076 ლარი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს