გია ვოლსკი - ნათია თურნავას კი არა, არ მეგულება ადამიანი, რომელსაც რამე გააჩნდა და არ შეეწიროს ტერორისტი ხელისუფლებისთვის თანხა იმის შიშით, რომ მის გარშემო ყველაფერი მოისპობოდა

ნათია თურნავას კი არა, არ მეგულება საქართველოში ადამიანი, რომელსაც გააჩნდა რაიმე და არ შეეწიროს ტერორისტი ხელისუფლებისთვის გარკვეული თანხა იმის შიშით, რომ მის გარშემო ყველაფერი მოისპობოდა, - ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი დეპუტატ თინა ბოკუჩავას მიერ გაკეთებული განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 2012 „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემომწირველი ნათია თურნავა იყო.

გია ვოლსკის განცხადებით, მან ზუსტად არ იცის მართლა იყო თუ არა ნათია თურნავა ყოფილი ხელისუფლების შემწირველი, მაგრამ აღნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები ამას შიშის ნიადაგაზე ჩადიოდნენ.

„თურნავას კი არა, არ მეგულება საქართველოში ადამიანი, რომელსაც გააჩნია რაიმე და არ შეეწიროს ტერორისტი ხელისუფლებისთვის გარკვეული თანხა იმის შიშით, რომ ყველაფერი მის გარშემო მოისპობოდა. როგორც ადამიანური, ასევე პერსპექტივა ბიზნესის თუ სხვა განვითარებისთვის. აქედან გამომდინარეობს ჩემი ეს კომენატარიც, თუმცა ნამდვილად არ ვიცი აქვს თუ არა შესაწირი გაკეთებული ნათია თურნავას „ნაცმოძრაობისთვის“ და ზოგადად „ნაციონალური მოძრაობა“ ვერავის ვერ აიტანს, ვინც მათი დაქვემდებარებიდან ან გავლენის სფეროდან გავიდა. ბუნებრივია ეს არ ეხება ნათია თურნავას, ის საკმაოდ დამოუკიდებელი და პრინციპული ადამიანია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს