ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ინტერნეტის მარშრუტიზაციისა და უსაფრთხოების მომავალი  პროტოკოლების შესახებ სემინარს უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, Internet Society–Georgia-ს ორგანიზებით, ჩატარდა სემინარი IETF Day in Tbilisi, თემაზე: „ინტერნეტის მარშრუტიზაციის და უსაფრთხოების მომავალი პროტოკოლები“. ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლები გაეცნენ საკითხებს, რომლებიც ეხებოდა პროტოკოლების განვითარების ტენდენციებს, მათ შემუშავებას, დანერგვის მიზნებს და ძლიერ თუ სუსტ მხარეებს.

სემინარს უძღვებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულები, სატელეკომუნიკაციო ქსელების არქიტექტორი მიხეილ ქართველიშვილი და IT უსაფრთხოების სისტემების არქიტექტორი, კომპანია UGT-ის ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი ვატო ჩანტლაძე.

მიხეილ ქართველიშვილმა მარშრუტიზაციის პროტოკოლების განვითარების თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა და პროტოკოლებში შესატანი ის ცვლილებები მიმოიხილა, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ოპერირების ოპტიმიზაციას ინტრა- და ინტერ-დომენური მარშრუტიზაციისთვის. მან სტუდენტებს ასევე გააცნო მარშრუტიზაციის სრულიად ახალი unicast და multicast პროტოკოლები, რომელთა დანერგვა საქართველოში უახლოეს რამდენიმე წელიწადშია მოსალოდნელი.

ვატო ჩანტლაძემ კი, თანამედროვე უსაფრთხოების პროტოკოლების ის ნიმუშები წარმოადგინა, რომლებიც დამუშავების პროცესშია. ასევე, განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა უსაფრთხოება ქსელური ტექნოლოგიების სხვადასხვა არქიტექტურულ დონეზე, DDoS შეტევების კლასიფიკაციის ექსპერიმენტული პროტოკოლი და World Wide Web-ის მორიგი ვერსიის ახალი სტანდარტი.

სემინარის ჩატარებას ორგანიზება გაუწია გლობალური არასამთავრობო ორგანიზაცია The Internet Society-ს საქართველოს წარმომადგენლობამ, Internet Society–Georgia-მ. აღნიშნული გლობალური ორგანიზაციის მიზანი მსოფლიო მასშტაბით თავისუფალი და სანდო ინტერნეტის გავრცელებაა. ის კურირებს IETF-ის (Internet Engineering Task Force) საქმიანობას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაციაა და თავის მხრივ, ინტერნეტის სტანდარტების შემუშავება-გავრცელებასა და RFC-ს ფორმით გამოქვეყნებას უზრუნველყოფს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს