ველური ბუნების სააგენტოში ადგილობრივი და იშვიათი სახეობების ფრინველები გამოიჩეკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოში იშვიათი ფრინველის, კოლხური ხოხბისა და ადგილობრივი სახეობა კაკბის წიწილები გამოიჩეკა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სააგენტოში 2016 წლიდან ფაუნის ადგილობრივი სახეობების მოშენება ხდება. გარეულ ფრინველთა ორნიტოფაუნა 2017 წელს აშენდა, მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობები.

დღეისათვის, სააგენტოს ტერიტორიაზე კაკბები, კოლხური ხოხბები და ე.წ. „ლურჯი ფრინველი“ ანუ ხონთქრის ქათმები ბინადრობენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია