ანრი ოხანაშვილი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურს შესაძლო დანაშაულის შემთხვევაში გამოძიების წარმოების ფუნქციაც მიენიჭება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ექნება როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე კომპეტენცია, ისე შესაძლო დანაშაულის შემთხვევაში, გამოძიების წარმოების ფუნქციაც.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სპექციის ხელმძღვანელი, კვალიფიციური, პროფესიონალი და სანდო პირი უნდა იყოს.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, არის და იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახური, რომელსაც ერთის მხრივ, ექნება პერსონალური მონაცემების დაცვაზე კომპეტენცია და ამის უზრუნველყოფა და მეორე მხრივ, სამართალდამცავი ორგანოების მიერ შესაძლო დანაშაულის შემთხვევაში, გამოძიების წარმოების ფუნქცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამსახური, რომლის ხელმძღვანელი უნდა იყოს ასევე კვალიფიციური. ქალბატონი თამარ ქალდანი ძალიან კვალიფიციური, პროფესიონალია, რომელმაც შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა ამ სამსახურში“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ამჟამად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციის ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი მიმდინარეობს და დაახლოებით 30-ზე მეტი განაცხადია შესული.

"რაც შეეხება პროცესს, ახლა მიმდინარეობს კონკურსი. მოხდა უკვე შესაბამისი განაცხადების შემოტანა, საკონკურსო კომისია მათი მუშავებს. შემდგომი ეტაპი არის უკვე გასაუბრება კანდიდატებთან. თუ არ ვცდები, 30-ზე მეტი განაცხადია შემოსული. წინ გვაქვს გასაუბრების ეტაპი და როცა საკონკურსო კომისია გაესაუბრება კანდიდატებს, შემდეგ შეგვეძლება დამატებით ამაზე საუბარი. ძალიან მნივნელოვანი პოზიციაა, რომელსაც კვალიფიციური, გამოცდილი, სანდო ადამიანი სჭირდება", - განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა