გუგული მაღრაძემ და დიმიტრი ცქიტიშვილმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის შეხვედრაში „გენდერული თანასწორობის როლი ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის“ მიიღეს მონაწილეობა

გუგული მაღრაძემ და დიმიტრი ცქიტიშვილმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის შეხვედრაში „გენდერული თანასწორობის როლი ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის“ მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველომ რიგით მეცხრე და საბოლოო შეხვედრა გამართა თემაზე - „გენდერული თანასწორობის როლი ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის“.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსწევრები: გუგული მაღრაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ჯეფრი რენო და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი.

შეხვედრაზე იმსჯელეს ადამიანური კაპიტალის განვითარების საქმეში გენდერული თანასწორობის როლზე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობასა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ განხორციელებული მეორე კომპაქტის მიღწევებზე, გამოწვევებსა და გამოცდილებაზე გენდერული თანასწორობისა და სოციალური ჩართულობის კუთხით.

გუგული მაღრაძემ გამოსვლისას, შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭოს ეგიდით მიმდინარე თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის შედეგები გააცნო, რომლის თემაა „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის“.

„სიღარიბის დაძლევის მნიშვნელოვანი გზა გადის ეკონომიკაში ქალების უფრო ინტენსიურ ჩართულობაზე. ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ასევე, აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ოჯახური ძალადობის შედეგების დაძლევასა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერებისათვის. ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის უმნიშვნელოვანესია მათ ჰქონდეთ დასაქმების შესაძლებლობა რათა დაეუფლონ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის პროფესიებს, რის საშუალებასაც იძლევა პროფესიული განათლება“, - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

მისი თქმით, თემატური მოკვლევის ჯგუფმა ორგანიზაციებისგან და მოქალაქეებისგან მოსული მოსაზრებების, რეკომენდაციების, სახელმწიფო, არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციებთან შეხვედრების საფუძველზე გამოავლინა ის ბარიერები, რაც ხვდებათ ქალებს და გოგონებს პროფესიის ათვისების გზაზე.

„ამ მუშაობის საფუძველზე შემუშავდება პარლამენტის რეკომენდაციები, პარლამენტი სისტემატურად გააკონტროლებს ამ რეკომენდაციების აღსრულებას და ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პროფესიული განათლების მისაწვდომობას და შესაბამისად, ხელს შეუწყობს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილმა გამოსვლისას ისაუბრა თუ როგორ ხდებოდა პარლამენტში ისეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება როგორიცაა კანონი „სექსუალური შევიწროების შესახებ“.

მან, როგორც კანონის ავტორმა ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომლის გადალახვაც გახდა საჭირო იმისთვის, რომ ამ კანონის მიღების აუცილებლობა გაცნობიერებული ყოფილიყო პარლამენტის წევრებისა და საზოგადოების მიერ.

„სექსუალური შევიწროვების თემა დიდხანს იყო ტაბუირებული ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ დღეს უკვე დადგა დრო, როცა ამის შესახებ ხმამაღლა საუბრობენ და რაც მთავარია გაცნობიერდა, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევა მოითხოვს შესაბამის საკანონმდებლო რეგულაციების დაწესებას სექსუალური ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გენდერული თანასწორობის კუთხით განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

„დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად განვიხილეთ, თუ რა გამოწვევებია საქართველოში გენდერული და სოციალური თანასწორობის კუთხით, განსაკუთრებით, განათლების სისტემაში. ვისაუბრეთ ჩვენი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების რეკომენდაციებზე და იმ ნაბიჯებზე, რაც უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ საქართველომ მიაღწიოს უფრო თანასწორ გარემოს განათლების სისტემაში“, - განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ჯეფრი რენოს თქმით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია განათლების სისტემაში გოგონებისა და ქალების თანაბარი ჩართულობა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა