ოთარ კახიძე - დღემდე არ არის გამოყოფილი თანხები იმისთვის, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექციამ სრულყოფილი ფუნქციონირება შეძლოს

დღემდე არ არის გამოყოფილი თანხები იმისთვის, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექციამ, რომელსაც საგამოძიებო ფუნქციაც ეკისრება, სრულყოფილი ფუნქციონირება შეძლოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, ოთარ კახიძემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში სწორედ იმიტომ იბარებენ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს, რომ გასცეს კითხვაზე პასუხი, „რატომ იწელება ეს პროცესი და რატომ არ ასრულებენ ისინი იმ ვალდებულებას, რომელიც კანონით დაეკისრათ“.

„წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების არც ერთი შემთხვევა არ დასრულებულა შედეგით და შემდგომ, სამოქალაქო სექტორის მოთხოვნით, „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ე.წ დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, რომ გამოიძიოს ამგვარი შემთხვევები. ეს მექანიზმი გაუერთიანეს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატს. თუმცა, დღემდე არ არის გამოყოფილი თანხები იმისთვის, რომ ამ მექანიზმმა სრულყოფილი ფუნქციონირება შეძლოს. მეტიც, მათ გადაავადეს კანონის ძალაში შესვლა, უკვე ივლისში მოდის ეს დრო, როდესაც უნდა ამოქმედდეს მექანიზმი და დღემდე არ არის კიდევ გამოყოფილი თანხები ბიუჯეტიდან. ფინანსთა მინისტრი და მთავრობა ამაზე არის პირდაპირი პასუხისმგებელი, ამიტომ „ევროპული საქართველო“ იბარებს ფინანსთა მინისტრს, რომ მოვიდეს და პასუხი გაგვცეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, რატომ იწელება ეს პროცესი და რატომ არ ასრულებენ ისინი იმ ვალდებულებას, რომელიც კანონით დაეკისრათ“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა