თამარ ჟვანია - გამართული პასუხით წარვდგები პარლამენტის წინაშე

მე ძალიან გამართული პასუხით წარვსდგები პარლამენტის წინაშე, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ინტერპელაციის წესი გულისხმობს კონკრეტული კითხვის დასმას და ეს კონკრეტული კითხვა უკვე დასმულია.

„კითხვა შეეხება იმას, თუ რა რეაგირება აქვს ცესკოს წინასაარჩევნო კამპანიის დროს არსებულ დარღვევებზე. ამ კითხვაზე ჩვენ ცხადია პასუხი უკვე მომზადებული გვაქვს და 31 მაისს მე პირადად ძალიან გამართული პასუხით წარვსდგები პარლამენტის წინაშე და თუკი დამატებითი კითხვები იქნება, მზად ვარ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გავცე“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მან ასევე კომენტარი გააკეთე არჩევნების დროს სხვადასხვა სახის დარღვევასთან დაკავშირებით.

„იმ დარღვევების და საჩივრების არსი, რაც დაწერილია სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ, არც ერთი არ არის ისეთი საარჩევნო დარღვევა, რომელიც რაიმე განსხვავებულ შედეგს ან პროცესს ზიანს მიაყენებდა. ის დარღვევები, რაც საჩივრებში წინა საარჩევნო პერიოდის დროს ფიქსირდება, ძალიან მინიმალურია. პრაქტიკულად, ის არის დისციპლინარულ საკითხებზე და საჩივრების უმრავლესობაც მთლიანობაში ამას ეხებოდა", - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

მისივე თქმით, ზოგადად არჩევნების დღემ პროცედურული კუთხით ძალიან კარგად ჩაიარა და საარჩევნო ადმინისტრაციამ ადმინისტრირება ძალიან მაღალ დონეზე შეძლო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა