გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება 14:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში შეეზღუდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს - საგურამო, წიწამური, ციხისძირი, ქანდა, ქსოვრისი და მიმდებარე სოფლებს, ქ.მცხეთაში მუხრანის მე-3 ქუჩას. 16:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში შეზღუდვა შეეხება სოფლებს - ბურიანი, წინამძღვრიანთკარი, გალავანი, ზაქარო, კოტორაანთკარი, ახალსოფელი და მიმდებარე ტერიტორიებს.

10:00-დან 18:00 საათამდე დუშეთის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სოფლებს - აბანოსხევი, ჭოპორტი, ბულაჩაური, წითელსოფელი, დგნალი და მიმდებარე სოფლებს. 11:00-დან 11:30 საათამდე და 17:30-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფლებს - ანანური, ციხისძირი, ზოტიკიანთკარი, მენესო, ჟინვალი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს