კახა კალაძე ბათუმში დაკავებულ მაღალჩინოსნებზე - დანაშაული არავის უნდა ეპატიოს

დანაშაული არავის უნდა ეპატიოს, შესაბამისი სამსახურების მხრიდან დროული რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბათუმში დაკავებულ მაღალჩინოსნებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია კორუფციის პირველ რიგში, პრევენცია, ხოლო მეორე მხრივ, დანაშაულის აღკვეთა.

„შესაბამისი სამსახურების მხრიდან დროული რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ჩვენ მივესალმებით. თუ ვინმე დანაშაულს ჩადის და არის კანონის გადაცდომა, რა თქმა უნდა, დანაშაული არავის უნდა ეპატიოს. უნდა იმოქმედონ შესაბამისმა სამსახურებმა ისე, რომ პირველ რიგში პრევენციაც იყოს და შემდეგ, თუ ვინმე დანაშაულს ჩადის და ამას ბედავს, შესაბამისად პასუხი უნდა აგოს. სხვანაირად შეუძლებელი იქნება ქვეყნის განვითარება და წინსვლა", - განაცხადა კალაძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე არიან დაკავებულები. კერძოდ, დაკავებულები არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე, ბათუმი მერიის და სამინისტროების თანამშრომლები ბექა ხალვაში, ნუკრი ხინთიბიძე, ბათუმის ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის თანამშრომელი ეგარსლან ლომაძე.

პროკურატურის ინფორმაციით, გაიფლანგა 1 370 076 ლარი.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა