ჯემალ გამახარია - ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასტიკად ირღვევა ადამიანების უფლებები

ადამიანების უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასტიკად ირღვევა, - ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ ჟურნალისტებთან გალის რაიონში არსებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

„ადამიანების უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასტიკად ირღვევა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ცნება გალის რაიონის მოსახლეობისთვის საერთოდ არ არსებობს, მათ არ შეუძლიათ სკოლის გარდა სხვა დაწესებულებებში მუშაობა, თუ ქართული დიპლომი გაქვს, გალის რაიონში სამსახურში არავინ მიგიღებს. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების გარდა მათ ეკრძალებათ ქართულად საუბარი, სიმღერა და ღვთისმსახურების ჩატარებაც კი", - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

გამახარიას თქმით, ოკუპანტები პირდაპირ მოუწოდებენ ქართველებს იდენტობის შეცვლისკენ.

„მათ პირდაპირ ეუბნებიან, რომ თქვენ არ უნდა იყოთ ქართველები და გინდათ თუ არ გინდათ, ეროვნება უნდა შეიცვალოთ", - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო