გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სამონადირეო ტურიზმის განმახორციელებელი იტალიური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე, სამონადირეო ტურიზმის განმახორციელებელი იტალიური კომპანიის „Montefeltro“ წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში სამონადირეო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

„ჩვენი ქვეყნისთვის სამონადირეო ტურიზმის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებაა და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა“, -ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის, სამონადირეო მეურნეობების განვითარების და, ასევე, მცირე პოპულაციის ცხოველთა და ფრინველთა სახეობების აღდგენა-მოშენების საკითხებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო