ზვიად კვაჭანტირაძე პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომის დატოვებით იმუქრება

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომის დატოვებას აპირებს, იმ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებელ დეპუტატებს კითხვის დასმისთვის დრო არ გაეზრდებათ. როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, დისკრიმინაციულია ის გადაწყვეტილება, რომლითაც წუთნახევარი განისაზღვრა დამოუკიდებელ დეპუტატებთან მიმართებაში კითხვის დასმის დრო. ამასთან, კვაჭანტირაძემ მოუწოდა კოლეგებს, რომ თუ არ შეიცვლება ეს გადაწყვეტილება სხდომა მათაც პროტესტის ნიშნად დატოვონ.

„მინდა გითხრათ, რომ წუთნახევარი, რომელიც ბიურომ აბსოლუტურად დისკრიმინაციულად გამოგვიყო პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებს, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მე მოგიწოდებთ, რომ შეცვალოთ, რაც აქ ჩაწერეთ და მიიღეთ, თორემ პროტესტის ნიშნად დავტოვებ პარლამენტის სხდომას დღეს და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებსაც, დატოვონ პარლამენტის სხდომა თუ არ შეასწორებთ დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღეთ დამოუკიდებელი დეპუტატების მიმართ“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით მოსმენა გაიმართება. ინტერპელაციის წესით გაგზავნილ კითხვებზე პასუხის გასაცემად პარლამენტში მიწვეულია: პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს