პარლამენტში ოპოზიციამ მამუკა ბახტაძეს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოსვლას ხმაური მოყვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხვადასხვა რეპლიკებით მამუკა ბახტაძეს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.

ოპოზიციის ხმაური მამუკა ბახტაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ საპროცენტო განაკვეთი წინა ხელისუფლების დროს უფრო დიდი იყო. ასევე ხმაური მოჰყვა მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლის იმ ნაწილს, როდესაც პრემიერი „თიბისი ბანკის“ საკითხზე გადავიდა.

უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი ოპოზიციას მოსმენისკენ და ზრდილობის დაცვისკენ მოუწოდებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო