გიგა ბოკერია პრემიერს - ზღვარზე ვიყავით, რომ თქვენი აქ მობრძანება ჩაგვეშალა

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მე აღშფოთებული ვიქნებოდი თქვენს ადგილას სპიკერის საქციელით. ზღვარზე ვიყავით, რომ თქვენი აქ მობრძანება ჩაგვეშალა, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით იმყოფება. გიგა ბოკერია ამით ინტერპელაციასთან დაკავშირებულ პროცედურას და ბიუროს მიერ დამტკიცებულ გამომსვლელთა გრაფიკს გამოეხმაურა.

რაც შეეხება კითხვას, გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაუსვა კითხვა და მამუკა ბახტაძეს მიმართა, ფიქრობს თუ არა ბახტაძე, რომ ბანკთან დაკავშირებით ივანიშვილისა და პროკურატურის ქმედებები საქართველოს ეკონომიკას აზიანებს.

„თიბისი ბანკთან” დაკავშირებით თქვენი პასუხი წავიკითხე და აქ არის ასეთი შენიშვნა: „ამ კითხვით კიდევ ერთხელ ხორციელდება სპეკულაციები “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით“.

მინდა, რომ ერთხელ მაინც გაბედოთ და მკაფიოდ გვიპასუხოთ! ბიძინა ივანიშვილის გამობრძანება, როდესაც მან საჯაროდ სამიზნედ ამოიღო "თიბისი ბანკის" ხელმძღვანელები, რასაც შემდეგ მოჰყვა უკვე ჰაკერული შეტევები, (დღემდე გამოუძიებელია ეს საქმე, აგერ ჩვენ მეზობლად არის მისამართი, საიდანაც განხორციელდა შეტევა და დღემდე პასუხი არ გვაქვს.) რასაც, შემდეგ მოჰყვა უკვე პროკურატურიდან საოცარი უტიფრობა, ბრალი არ ჰქონდათ წაყენებული არავისთვის, ისე გაასაჯაროვეს და ფულის გათეთრება უწოდეს ამას. ამაზე გამეცით პასუხი: არის თუ არა ეს სპეკულაცია თუ ეს არის კანონის უზენაესობის მიზანმიმართული დარღვევა და ინსტიტუტების პოლიტიკურად გამოყენება? აზიანებს თუ არა ჩვენს ეკონომიკას ივანიშვილის და პროკურატურის ასეთი საქციელი?!“,-მიმართა პრემიერ- მინისტრს გიგა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო