ოთარ კახიძე პრემიერს - თქვენ ხართ მთავრობა, რომლის დროსაც ლარი გაუფასურების პიკზეა

თქვენ ხართ მთავრობა, რომლის დროსაც ლარი გაუფასურების პიკზეა და მართლაც, სად არ ის ის ქვედა ზღვარი, რომლის მერეც აღიარებთ, რომ თქვენ ხართ მავნებელი და არაკომპეტენტური ხელისუფლება, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს.

ოთარ კახიძემ პარლამენტში კითხვის დასმის დროს ლარის გაუფასურებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომლის მმართველობის პირობებში ეკონომიკური ზრდის ტემპი განახევრდა.

„ამ პარლამენტმა თქვენს წინამორბედს, თქვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა, ფრაქციის თავმჯდომარემ კითხვა დაუსვა - არის თუ არა განსაზღვრული მთავრობაში ის მიჯნა, რომლის ქვემოთაც ლარი უკვე აღარ გამყარდებაო. ალბათ, გახსოვთ, ხო?! ალბათ, იცით, რომ ლარი უკვე გაუფასურების პიკზეა. ამ გაუფასურებულ ვალუტაში ინახავთ ჩვენი მოქალაქეებისგან იძულებით ამოღებულ ფულს, რომელიც თქვენ, თურმე უკეთესად იცით, სად წაიღოთ . ამ დროს, საინვესტიციო საბჭოც არ არის შექმნილი, რომელმაც უნდა დააბანდოს ეს თანხა. პარალელურად, 700 000-ზე მეტ სესხზე ჩვენს მოქალაქეებს უარი უთხარით, ფინანსებზე წვდომა შეუზღუდეთ. თქვენ ხართ მთავრობა, რომლის დროსაც ეკონომიკური ზრდის ტემპი განახევრდა“, - განაცხადა კახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო