ლევან გოგიჩაიშვილი - იმის გამო, რომ პრემიერის დრო შემჭიდროებულიყო, "ქართულმა ოცნებამ" დავით სერგეენკო მოიწვია

დღეს ორი საკითხია - ძალიან მწვავე კითხვები პრემიერს და ქალბატონ ნათია თურნავას გადაყენების საკითხი, - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს ჯანდაცვის მინისტრის გამოსვლა რელევანტური არ არის და იმედი გამოთქვა, რომ პრემიერს მეტრი დრო ექნება კითხვებზე პასუხის გასაცემად.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ინტერპელაციაა. იმის გამო, რომ პრემიერის დრო შემჭიდროებულიყო, "ქართულმა ოცნებამ" მოიწვია დავით სერგეენკო. მე ვფიქრობ, რომ დავით სერგეენკოსადმი ჩვენი ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად, მისი დღევანდელი გამოსვლა არ არის რელევანტური. არ არის საზოგადოებაში დაკვეთა, რომ მას მოუსმინონ. დღეს არის საზოგადოებაში დაკვეთა, რომ მოუსმინონ პრემიერ-მინისტრს არა მარტო იმ საკითხებზე, რომელისთვისაც ის არის ინტერპელაციაზე დაბარებული, არამედ იმ მწვავე საკითხებზეც, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარდა. დიდი იმედი მაქვს, რომ გაბედავს პრემიერი სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას და გააგრძელებს დროს.

დღეს აქტუალურია ორი საკითხი: ეს არის გუშინდელი გადაწყვეტილება, ძალიან სუსტი და უპასუხისმგებლო მთავრობისგან და დღის წესრიგში დგას ქალბატონ ნათია თურნავას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. თითქოს მან არ იცის რა ხდება მის სამინისტროში, რა თქმა უნდა ეს არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ, რომ ზუსტად იცოდნენ, რა გადაწყვეტილებას იღებდნენ და რა ლიცენზიას გასცემდნენ.

ჩვენ არ გვჭირდება ისეთი მინისტრები, რომლებმაც არ იციან რა ხდება მათ სამინისტროში და არ აქვთ პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხისა და პარლამენტის წინაშე", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა