„თიბისი დაზღვევა“ დასეტყვილი მანქანების მფლობელებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს

“თიბისი დაზღვევაში” 28 მაისს სეტყვისგან დაზიანებული ავტომობილების 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა შეფასების პროცესი ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. „თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, ზარალის ანაზღაურების დეპარტამენტი ოპერატიულად ჩაერთო პროცესში, რაც ითვალისწინებს ავტომობილის დაზიანების ხარისხის შეფასებას და ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენას. მომხმარებლის სურვილის მიხედვით დაზიანებული ავტომობილები შეკეთდება სერვის ცენტრებში ან თვითონ მომხმარებლის მიერ „თიბისი დაზღვევის“ მიერ ანგარიშზე ჩარიცხული თანხით.

„თიბისი დაზღვევას სტიქიით მიყენებული ზიანის შეფასების და ანაზღაურების დიდი გამოცდილება დაუგროვდა, მათ შორის სეტყვისაგან დაზიანებული ავტომობილების შეკეთების ნაწილში. ჩვენთან ბოლო 2 წლის განმავლობაში სეტყვისაგან დაზიანებული ავტომობილების რაოდენობა უკვე 1,000 აღემატება. ზოგადად, ამ პერიოდში სეტყვა დედაქალაქშიც და რეგიონებშიც ხშირია. ასეთ დროს ჩვენი გუნდი მაქსიმალურად მობილიზებულია, რომ მომხმარებელთან სწრაფი და დროული უკუკავშირი მოახდინოს. ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, მომხმარებელი იყოს ინფორმირებული და დარწმუნდეს, რომ სეტყვისაგან მიყენებულ ზიანს კომპანია სრულად, მაქსიმალურად მისაღები ფორმით და დროულად აანაზღაურებს”, -განაცხადეს „თიბისი დაზღვევის" წარმომადგენლებმა.

მათივე თქმით, ასეთი გამოწვევები ადასტურებს, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს დაზღვევა.

„დარწმუნებული ვართ, „თიბისი დაზღვევა“ ამჯერადაც წარმატებულად გაართმევს თავს სტიქიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ავაცილებთ მოსახლეობას მოულოდნელი სურპრიზისგან მიყენებულ ზარალს,” - აღნიშნა "თიბისი დაზღვევის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, დავით კიღურაძემ.

მათი ინფორმაციით, ზარალის დარეგულირების და თანხობრივი ანაზღაურების დიდი ნაწილი მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა