მამუკა ბახტაძე ოთარ კახიძეს - ჩვენ 600 ათასზე მეტი ადამიანისთვის დაგვჭირდა ვალების განულება, რადგან აქამდე მიგვიყვანა თქვენმა წარმოებულმა პოლიტიკამ

ჩვენ 600 ათასზე მეტი ადამიანისთვის დაგვჭირდა უმნიშვნელოვანესი პროგრამის გაკეთება - ვალების განულება, იმიტომ, რომ აქამდე მიგვიყვანა თქვენმა წარმოებულმა პოლიტიკამ და ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ, - ასევე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით დეპუტატ ოთარ კახიძის მიერ დასმულ კითხვას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა განაგრძობს მუშაობას, რათა პროცენტები კიდევ უფრო შემცირდეს, სესხები გაიცემოდეს ლარში, რათა საზოგადოება დაზღვეული იყოს სავალუტო კურსის ცვალებადობით გამოწვეული რისკებისგან და სესხები იყოს ხელმისაწვდომი.

“ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, იმის მიუხედავად, როგორი ინტერპრეტაციაც არ უნდა მისცეთ თქვენ ამას. ძალიან ბევრი ეკონომიკური გამოწვევა გვაქვს და დღეს მქონდა მოლოდინი, რომ ძალიან კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბრებდით, იქნებოდა მწვავე, მაგრამ შინაარსობრივი კითხვები. ამის მაგივრად კიდევ დაბრუნდით “თიბისის” საქმეზე”, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ოპონენტებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს