ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზი, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის მოსმენა მიმდინარეობს, პროტესტის ნიშნად დატოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არ საუბრობს იმ რეალურ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს.

მისივე შეფასებით, დღევანდელი გამოსვლა სადღეგრძელოებს გავს.

„პრემიერ-მინისტრი არ სცემს მნიშვნელოვან შეკითხვებს პასუხს. ერთია ინტერპელაცია, მაგრამ მეორეა ის საკითხები, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს. ეს იქნება: დავით გარეჯის საკითხი, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა, ლარის კურსი თუ სხვა. პრემიერ-მინისტრმა არ გამცა კითხვებზე პასუხი, თუმცა ამით არა ლევან გოგიჩაიშვილს, არამედ არ უპასუხა საბურთალოს ამომრჩეველს, რომლის ოლქის წარმომადგენელიც გახლავართ. თავიდანვე დავტოვებდი სხდომას, თუმცა მაინც საჭიროდ ჩავთვალე გამომეყენებინა ჩემს ხელთ არსებული წუთნახევარი“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა