გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი მიმდინარეობს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის პროცესი მიმდინარეობს.

ამ წუთებში ბრალდებული დავით კირკიტაძე იკითხება. ის ბრალდების მხარის კითხვებს პასუხობს და დეტალურად იხსენებს გასული წლის 16 დეკემბერს, ველისციხეში მომხდარ ინციდენტს.

როგორც პროკურორმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, დღეს ასევე დაიკითხებიან საქმის მწარმოებელი გამომძიებლებიც.

წინა რამდენიმე სხდომისგან განსხვავებით, მოსამართლემ პროცესი საჯარო გახადა.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძე გასული წლის 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა