კურტ ვოლკერი - ჩვენ ველოდებით და გვინდა ვიხილოთ შემდგომი რეფორმები და დემოკრატიზაცია უკრაინაში, ღია ეკონომიკა და საერთაშორისო ინვესტიციები

აშშ-ს სპეცწარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტთან ისაუბრა იმ მოლოდინზე, რაც აშშ-ს აქვს უკრაინისგან, კონკრეტულად ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ. ამ ინტერვიუს მოკლე შინაარსს სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ ბოლო კვირებში უკრაინულ პოლიტიკაში სწრაფად განვითარდა მოვლენები და იმაზე მეტი რამ მოხდა, ვიდრე ბოლო ორი წლის განმავლობაში. შესაბამისად, გაქრა ის გარკვეული „მოწყენილობის“ შეგრძნება დასავლეთში უკრაინისგან. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ეს გრძნობა არ დაეუფლოს თვით უკრაინელებს და არ შეეჩვიონ ოკუპაციას.

არჩევნების თემაზე საუბრისას ვოლკერმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ ევროპისგან განსხვავებით არ გამოხატავდა თავის სიმპატიებს არც ერთი კანდიდატის მიმართ.

„ჩვენ ველოდებით და გვინდა ვიხილოთ შემდგომი რეფორმები და დემოკრატიზაცია უკრაინაში, ღია ეკონომიკა და საერთაშორისო ინვესტიციები. ერთდროულად უნდა მიმდინარეობდეს მონაწილეობა მინსკის პროცესში და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მცდელობები“, - განაცხადა აშშ-ის სპეცწარმომადგენელმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო