კარლო კოპალიანი ოპოზიციას - თქვენ მოგწონთ ისეთი პრემიერი, რომელიც ყველა ნაბახუსევზე „ტრუპებს“ ითხოვდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სხდომათა დარბაზში ხმაური საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კარლო კოპალიანის განცხადებას მოჰყვა, რომლის თქმითაც, ოპოზიციას ისეთი პრემიერ-მინისტრი მოსწონს, რომელიც ყველა ნაბახუსევზე „ტრუპებს“ ითხოვს.

„ორი სიტყვა მინდა ვთქვა იმ თავხედობასთან დაკავშირებით, რასაც ადგილი აქვს ამ დარბაზში. იქნებ ვიღაცას დაავიწყდა, როცა „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაზე“ ლაპარაკობს, როცა მათი უშიშროების საბჭოს მდივანი ერთი თვე გენერალ ბორისოვის პირადი მძღოლი იყო. თქვენ არ მოგეწონებათ ეს პრემიერი. თქვენ მოგწონთ ისეთი პრემიერი, რომელიც ყველა ნაბახუსევზე „ტრუპებს“ ითხოვდა. თქვენ არ მოგეწონებათ ასეთი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, და არ არის ეს გასაკვრი. ძველი დაგავიწყდათ? გუშინდელი გაიხსენეთ, კიევში ზონდერი, რომელსაც ჩვენს სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი,“ - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

აღნიშნულ განცხადებას ოპოზიციონერ დეპუტატთა მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, ღირსეული პრემიერ-მინისტრი 7 წუთის და „სულელური განცხადებების“ უკან ამოფარების ნაცვლად, გაბედულად დაიცავდა საკუთარ პოზიციას ოპოზიციასთან დიალოგში. ამავე პარტიის წევრმა გიგა ბოკერიამ კი უმრავლესობას ცივი წყლის დალევისკენ მოუწოდა.

თქვენ მოგწონთ ისეთი პრემიერი, რომელიც ყველა ნაბახუსევზე "ტრუპებს" ითხოვდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა