ირმა ინაშვილი მთავრობას - მართლა სირცხვილი არ არის, რომ სკოლებში „ნისიების“ რვეული არსებობდეს და ბავშვებს ფუნთუშა ენატრებოდეთ?

პრემიერს მინდა მივმართო, შექმენით სახელმწიფო კომისია, შემიყვანეთ მე და ჩემი კოლეგები, ვისაც ამის სურვილი აქვს, დავიწყოთ რეალური მუშაობა ქვეყანაში სიღარიბის დასაძლევად. ბავშვები ვიხსნათ შიმშილისაგან, ეს არის უმნიშვნელოვანესი. მოგიწოდებთ, რეალურად ვიმუშაოთ თუ გვინდა ქვეყანას დავეხმაროთ თუ არადა, აქ ლაყაფისთვის არ ვსხედვართ,-ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით არის დაბარებული.

ამასთან, ირმა ინაშვილმა რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები გააკტრიტიკა და აღნიშნა, რომ ინტერპელაცია, რომელიც არის ძალიან კარგი ფორმატი, პარლამენტმა არ უნდა გააუფასუროს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატის სიკეთე შევინარჩუნოთ, მაგრამ ის რეჟიმი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, არის მართლა სამარცხვინო. ეს არის გაკეთებული იმისთვის, რომ ჩატარდა ინტერპელაცია, მოვიდა პრემიერი და დავიშალეთ. დღეს რა მივიღეთ ჩვენ და რა ინფორმაცია მიიღო ხალხმა? პარლამენტში პრემიერს ვიწვეთ და მერე აქედან არ რჩება არაფერი და რჩება ჰაერი. მე მგონი, ბატონო პრემიერო, თქვენც უნდა გადახედოთ თქვენს დღის წესრიგს და სხვა დროს, როდესაც ასეთი ტიპის შეკითხვები შემოგივათ, თქვენ შეგიძლიათ წერილობით გასცეთ პასუხი, რადგან ქვეყნის წინაშე უამრავი გამოწვევა დგას.

აქ არის სიღარიბის პრობლემა, ბავშვები შიმშილით გვეხოცება და ვერ გავიგე მთელი მთავრობა და პარლამენტი აქ ვსხედვართ და მართლა სირცხვილი არ არის, რომ სკოლებში "ნისიების“ რვეული არსებობდეს და ბავშვებს ფუნთუშა ენატრებოდეთ? ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს და ვერ გავიგე ქალბატნო თამარ (ჩუგოშვილი), კროსია თუ რა არის?! ორ წუთში, სამ წუთში ჩატევა. შეურაცხმყოფელია ასეთი რეჟიმი, როგორც პრემიერისთვის, ისე პარლამენტისთვის. ამიტომ ისევ თქვენ მოგიწევთ ამ სქემის შეცვლა თუ არ გვინდა, რომ ინტერპელაციის ფორმატს დაეკარგოს მნიშვნელობა, გაცვდება ეს ყველაფერი და მერე აზრს დაკარგავს. მოგიწოდებთ, რომ ამ თვალთმაქცობას დავანებოთ თავი. რეალური ბერკეტები გამოვიყენოთ“,-განაცხადა ინაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა