მამუკა ბახტაძე - ბიზნეს-მოდელი, რაც საპარტნიორო ფონდს აქვს, არაეფექტურია და უნდა შეიცვალოს

ის ბიზნეს-მოდელი, რაც აქვს საპარტნიორო ფონდს, რა თქმა უნდა, არაეფექტურია და უნდა შეიცვალოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი ინტერპელაციის წესით მოსმენა მიმდინარეობს. მისი თქმით, საპარტნიორო ფონდის მოდელის შესაცვლელად საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

„ის ბიზნეს-მოდელი, რაც აქვს საპარტნიორო ფონდს, რა თქმა უნდა, არაეფექტურია და უნდა შეიცვალოს. უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომ ეს მოდელი შევცვალოთ. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობამ ყველაზე კარგად იცის, რომ ეს მოდელი არის შესაცვლელი და დიახ, მე ვადასტურებ. ამაში არაფერი არ არის გასაკვირი იმიტომ, რომ ვფოკუსირებ და ჩემს განცხადებებს ვაკეთებ ციფრებსა და ბიზნეს-მოდელებზე დაყრდნობით. დიახ, ის არაფექტური და შესაცვლელია. ვმუშაობთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და ეს მოდელი შეიცვლება, მათ შორის, თქვენთან კოსნულტაციის შედეგად,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პარლამენტის სხდომაზე პრემიერს საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით დეპუტატმა ლევან კობერიძემ დაუსვა. „რა პასუხისმგებლობას იღებთ სახელმწიფო საწარმოების არაეფექტიან მუშაობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ეს ეხება საპარტნიორო ფონდს, რომელიც 4 წელია უკვე არის ზარალიანი, - მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ მამუკა ბახტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა