მიხეილ ბატიაშვილი - დღეს სომხეთში მიმდინარეობს სამინისტროების გაერთიანება - კოლეგებს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება და სტრატეგია

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს არაიკ არუთინიანს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის განათლების, მეცნიერების, კულტურის სფეროების სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებს. მიხეილ ბატიაშვილმა სომეხ კოლეგას განათლების კომპლექსური რეფორმის დეტალები გააცნო.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი რუბენ სადოიანი და დელეგაციის სხვა წევრები.

„დღეს გვქონდა შეხვედრა სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან. მათთვის ახლა ძალიან აქტუალური დროა, რადგან საქართველოს ანალოგიურად მათთანაც ხდება სამინისტროების გაერთიანება და ყალიბდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის გაერთიანებული უწყება. დღეს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება და ის საერთო სტრატეგია, რასაც ჩვენ გაერთიანების შემდეგ ვახორციელებთ. ამ მიმართულებით სომეხ კოლეგებთან გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა. ასევე ვისაუბრეთ ერთობლივი სამეცნიერო პლატფორმის შემუშავებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყანაში სამეცნიერო პროექტების განვითარებას. სომეხ კოლეგებს ასევე გავუზიარეთ გამოცდილება პროფესიული სასწავლებლების მოდერნიზაციის მიმართულებით და გავაცანით ის კომპლექსური რეფორმები, რომელიც განათლების მიმართულებით ხორციელდება. ჩვენ აუცილებლად მჭიდროდ ვითანამშრომლებთ და უფრო მეტ ერთობლივ პროექტს განვახორციელებთ, განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა