სომხეთის განათლების მინისტრი - უახლოეს მომავალში სომხეთშიც საქართველოს მსგავსად გვექნება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა არაიკ არუთინიანმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციას, რომლის განხორციელების შემდეგ აღნიშნულ უწყებას კულტურისა და სპორტის კომპონენტიც ემატება. შესაბამისად, შეხვედრის დროს ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ აღნიშნული საკითხი იყო. მიხეილ ბატიაშვილმა სომეხ კოლეგას ამ მიმართულებით საქართველოში არსებული გამოცდილება და სტრატეგია გაუზიარა.

„ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, როგორც განათლების, მეცნიერების ასევე კულტურისა და სპორტის მიმართულებით, რადგან უახლოეს მომავალში სომხეთშიც თქვენ მსგავსად მოხდება ამ სამინისტროების შერწყმა და ჩვენც გვექნება განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ამჟამად სამუშაო პროცესში ვართ და თქვენი უკვე არსებული გამოცდილების გაზიარება ძალიან სასარგებლოა ჩვენთვის. ჩვენ ასევე მოვიწვიეთ ჩვენი კოლეგები სომხეთში, რათა გავაცნოთ მათ ჩვენი წარმატებული პროექტები ტექნოლოგიების დანერგვის, ხელოვნური ინტელექტისა და მაღალტექნოლოგიური საინჟინრო ლაბორატორიების მიმართულებით, ჩვენც მზად ვართ გავუზიაროთ უკვე დაგროვილი გამოცდილება და ჩამოვაყალიბოთ ისეთი თანამშრომლობა, რომელიც ძალიან მომგებიანი და სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა