დავით კირკიტაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით კირკიტაძე საპროცესო გარიგების შედეგად პატიმრობიდან გათავისუფლდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დაცვისა და ბრალადების მხარის შეთანხმება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გაითვალისწინა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ დავით კირკიტაძე გაათავისუფლა და მას ორწლიანი პირობითი სასჯელი დააკისრა.

დავით კირკიტაძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალი აღიარა, რის გამოც, სახელმწიფო ბრალდებამ მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობა დააყენა.

პროკურორმა სასამართლოს წინაშე საქმის არსებითი განხილვის გარეშე დასრულების შესახებაც იშუამდგომლა.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

საქმე ეხება 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი შველიძე -  ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილი „ნაცმოძრაობაა“,  ამ ფონზე, მისთვის შეიძლება უფრო მისაღები იყოს „ევროპული საქართველო“
ქართული პრესის მიმოხილვა 12.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!