აკაკი ზოიძე საპენსიო რეფორმის ოპონენტებს - თქვენი დანაშაულია  ჩვენი დღევანდელი პენსიონერების წინაშე, რომ ეს მაშინ არ გააკეთეთ -  მოეშვით ამ თემაზე პოლიტიკურ დემაგოგიას

,,ეს თქვენი დანაშაულია ჩვენი დღევანდელი პენსიონერების წინაშე, რომ ეს მაშინ არ გააკეთეთ. ეს არის შედეგი და მოეშვით ამ თემაზე პოლიტიკურ დემაგოგიას“ ამის შესახებ სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ პლენალურ სხდომაზე ოპონენტების მიერ საპენსიო რეფორმაზე გაკეთებული კომენტარების შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ საპენსიო რეფორმას ალტერნატივა არ აქვს.

„საპენსიო რეფორმას რომ ალტერნატივა არ აქვს კარგად ვიცით, მილიონჯერ გაქვთ მოსმენილი პასუხები იმ კითხვებზე, რაც პრემიერს დავუსვით, კომიტეტებზე დებატების დროს, მაგრამ პოპულისტობთ აქ იაფფასიანად და სისულელეებს ლაპარაკობთ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, ოპოზიცია ადამიანებს უნერგავს იმ გრძნობას, რომ ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს. „ეს არის მომავლის რეფორმა, ეს არის რეფორმა იმ ხალხისთვის, ვისაც სჯერა, რომ ძლიერი სახელმწიფო ეკონომიურად იქმნება, რომ იქმნება საქართველოს სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფო, აი ამ ხალხისთვის არის ეს რეფორმა და ჩვენი შვილებისთვის და აუცილებლად იქნება და 20 წლის მერე ამას ისტორია დააფასებს.

ამ მომავლის რეფორმასთან ერთად, ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, იმისათვის რომ დღევანდელი პენსიონერების ყოფა გაუმჯობესდეს, რომ ეკონომიკური ზრდის პარალელურად პირველ რიგში, მოემატებათ პენსია, ისე, რომ პოლიტიკოსების ცრუ დაპირებების შემყურე არ იყვნენ და იცოდნენ მომავლში რამდენით მოიმატეს მათი პენსია და მეორე - ჩვენ შევუმცირებთ მათ იმ დანახარჯებს რომელიც წამლებზე აქვთ მათ შორის და ეს იქნება უმნიშვნელოვანესი რეფორმა, იმიტომ რომ პენსიების დიდ ნაწილი სწორედ წამლების დანახარჯში მიდის. ჩვენ ვზრუნავთ მომავალზე მაგრამ ჩვენ არ ვივიწყებთ ჩვენი მშობლების თაობას, ჩვენს დღევანდელ პენსიონერებს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. ზოიძეს თქმით, ეს არის საშვილიშვილო და უმნიშვნელოვანესი რეფორმა იმისთვის რომ მომავალში მათ ყოველდღიური არსებობისთვის ბრძოლა არ მოუხდეთ „ეს მართლაც საშვილიშვილო რეფორმაა, ამიტომ ეხება ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს, მათ მომავალს, მათ ღირსეულ სიბერეს და იმას, რომ მათ არ მოუხდეთ ყოველდღიური არსებობისათვის ბრძოლა, როგორც სამწუხაროდ ეს დღევანდელ პენსიონრებს უხდებათ. დღევანდელი პენსია, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიღარიბის შემცირებაში, მაღალმთიან რეგიონებში, სოფლად, მაინც არ არის საკმარისი იმისთვის რომ თუნდაც ელემენტარული, ყოველდღიური საჭიროებები დაიკმაყოფილონ და რეალურად, 500 600 ლარი მაინც უნდა იყოს იმისათვის, რომ ეს როლი შეასრულოს - რომ ადამიანს სიბერეში ჰქონდეს ნორმალური ცხოვრების ხარისხი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნამდვილად ასე იქნებოდა დღეს, რომ 20 წლის წინ თქვენ სოციალური დაზღვევის რეფორმის დროს წყვეტა არ მომხდარიყო, გაგრძელებულიყო და გამყარებულიყო მთელი ამ წლების განმავლობაში“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს