ლევან გოგიჩაიშვილი - ვინმეს გჯერათ, რომ ერთი წელია პრემიერს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონპროექტის გატანა უნდა და ჯერ საკომიტეტო განხილვაც არ დაწყებულა?

ვინმეს გჯერათ, რომ ერთი წელია პრემიერ-მინისტრს პარლამენტში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონპროექტის გატანა უნდა და ჯერ საკომიტეტო განხილვაც არ დაწყებულა - ვინ ბლოკავს ირაკლი კოვზანაძე თუ რომან კაკულია?! - ასე გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებულ განაცხადებას.

გოგიჩაიშვილი დაინტერესდა, რატომ არ დაადგა საშველი მთავრობის მიერ წარდგენილი პროექტის განხილვას.

“ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სხდომათა დარბაზში მოვბრუნდი პრემიერ-მინისტრის პასუხი იყო, რომელიც მე ვფიქრობ, რომ არავის არ სჯერა. მივმართავ უმრავლესობის წევრებს - ვინმეს გჯერათ, რომ ერთი წელია პრემიერ-მინისტრს კანონპროექტის გატანა უნდა და ჯერ კომიტეტში განხილვაც არ დაწყებულა. თუ პრემიერს საკითხი გატანა უნდა, ერთი წელია განხილვა?! წარმოუდგენელია, ვინ ბლოკავს - ირაკლი კოვზანაძე თუ რომან კაკულია?! პროექტის პირველი მოსმენით განხილვაც არ გამართულა! ვინ უშლის ხელს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, რომ პარლამენტში მობრძანდეს და განხილვა დაიწყოს? რად გვინდა ასეთი სიცრუე და საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის გავრცელება. საკითხს განვიცდი და თქვენც უნდა განიცდიდეთ“, - მიმართა გოგიჩაიშვილმა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ლევან გოგიჩაიშვილმა აქვე ბახტაძეს მიმართა, რომ თუკი ინიცირებული კანონპროექტის მიღების რეალური სურვილი აქვს, მთავრობამ პარლამენტის ბიუროს პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის დაწყება სთხოვოს.

მამუკა ბახტაძემ აზარტული თამაშების საკითხზე პარლამენტში განაცხადა, რომ კანონპროექტი თავის დროს მისი ინიციატივით მომზადდა და დროულად მისაღებია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა