მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - ბოდიში ბევრჯერ გექნებათ მოსახდელი, თუ ამას ცოტა მაინც ინამუსებთ

მე გაძლევთ გარანტიას, რომ ბოდიში ბევრჯერ გექნებათ მოსახდელი, თუ ამას ცოტა მაინც ინამუსებთ, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. მდინარაძე დავით კირკიტაძის გათავისუფლებას გამოეხმაურა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა, დააფიქსირონ, უერთდებიან თუ არა კირკიტაძის მიერ მოხდილ ბოდიშს.

„დავით კირკიტაძე გათავისუფლდა. როგორც მაცნობეს, მან აღიარა ბრალი და ბოდიში მოიხადა. „ნაცმოძრაობის“ წარომადგენლებს მინდა მივმართო, გარეთ რომ გაბრძანდებით, იქნებ დააფიქსიროთ და დაადასტუროთ, უერთდებით თუ არა ამ ბოდიშს და მე გაძლევთ გარანტიას, რომ ბოდიში ბევრჯერ გექნებათ მოსახდელი, თუ ამას ცოტა მაინც ინამუსებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით კირკიტაძე საპროცესო გარიგების შედეგად პატიმრობიდან გათავისუფლდა. მოსამართლემ მას ორწლიანი პირობითი სასჯელი დააკისრა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს