რომან გოცირიძე - ხალხისგან თუ დაიცალა ქვეყანა, ეს არის უმუშევრობის შემცირება?

ხალხისგან თუ დაიცალა ქვეყანა, ეს არის უმუშევრობის შემცირება?! - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, რომელსაც პარლამენტში, ინტერპელაციის წესით უსმენენ.

რომან გოცირიძის თქმით, დასაქმებულთა რაოდენობა 39 000 კაცით არის შემცირებული და მათგან უმეტესობა ბიზნესის სფეროში მუშაობდა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ბიზნესი იმიტომ კვდება, რომ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებენ და ლარის გაუფასურებაც სწორედ ამას უკავშირდება“.

„დღეს რომ საქართველოდან გავიდეს 100 000 ადამიანი უცხოეთში, ქვეყანაში უმუშევრობა შემცირდება?! რა თქმა უნდა, ამაზე მიპასუხებთ, იმიტომ რომ ელემენტარულია. ბუნებრივია, შემცირდება უმუშევრობა. უმუშევრობა შემცირდაო, რომ აცხადებს ჩვენი სტატისტიკის სამსახური და სიამაყით რომ იმეორებთ მერე ამას, ხალხისგან თუ დაიცალა ქვეყანა, ეს არის უმუშევრობის შემცირება?! მე თქვენ წაგიკითხვათ დასაქმებულთა რაოდენობის სტატისტიკას, ბოლო 3 წლის განმავლობაში: დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 39 000 კაცით. ეს არის ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია, შეგიძლიათ შებრძანდეთ ახლავე ოფიციალურ საიტზე და დაინახავთ. 2015 წელს იყო მილიონ შვიდას ოცდაცამეტი ათასი სამუშაო ადგილი, 2016 წელს მილიონ შვიდას ჩვიდმეტი ათასი, 2018 წელს მილიონ ექვსას ოთხმოცდაათი ათასი, რაც ნიშნავს, რომ კლებულობს ყოველწლიურად სამუშაო ადგილების რაოდენობა, ანუ საქართველოში, 39 000 ადამიანით ნაკლები მუშაობს, ვიდრე მუშაობდა 2015 წელს. ეს არის ქვეყნის აღმავლობა და ეკონომიკური ზრდა?! ეს 39 000 ადამიანი, რომლებმაც სამუშაო ადგილები დაკარგეს, არიან ის ხალხი, რომლებიც იყვნენ დასაქმებული ბიზნესში. ხოლო ბიზნესი იმიტომ კვდება, რომ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებთ, რომ ლარი უფასურდება. ლარის ყოველი გაუფასურება ნიშნავს სამუშაო ადგილების დაკარგვას“, - განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, ერთი წლის განმავლობაში ვერ გაიგეს საბიუჯეტო სფეროში რამდენი ადამიანი მუშაობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა