ნიკა მელია დავით კირკიტაძის გათავისუფლებაზე - ვეღარ გაუძლო ხელისუფლებამ იმ წნეხს, რასაც  ჩვენ მეგობრების და საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით ვახორციელებდით

ვეღარ გაუძლო ხელისუფლებამ იმ წნეხს, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ მეგობრების და საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით ვახორციელებდით, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ დავით კირკიტაძის პატიმრობიდან გათავისუფლება.

როგორც მელიამ აღნიშნა, კირკიტაძის მიმართ ხორციელდებოდა შემთხვევითი სამართალი და ის პოლიტიკური პატიმარი იყო.

„ხელისუფლებას მივუთითებდით, რომ დავით კირკიტაძის საქმე არის კლასიკური შერჩევითი მართლმსაჯულება. თუკი სადმე არის დისპროპორციული სასჯელი, არის ამ საქმეზე“, - განაცხადა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით კირკიტაძე საპროცესო გარიგების შედეგად პატიმრობიდან გათავისუფლდა. მოსამართლემ მას ორწლიანი პირობითი სასჯელი დააკისრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა