ბათუმის მერი მაღალჩინოსნების დაკავებაზე - ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, საკმაოდ მძიმე ფაქტი იყო

გუშინ განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, საკმაოდ მძიმე ფაქტი იყო, ვინაიდან კარგად ვიცნობ თითოეულ დაკავებულ პირს, - ამის შესახებ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა.

„ასევე, ეს ფაქტი მძიმეა ჩემთვის, როგორც მერისთვის, ვინაიდან თითოეული დაკავებული ადამიანი იკავებს საკმაოდ მნიშვნელოვან პოზიციას მუნიციპალიტეტში, ისინი არიან მაღალი კვალიფიკაციის კადრები მრავალწლიანი გამოცდილებით შესაბამის სფეროებში. აბსოლუტურად მესმის ბრალდებების სიმძიმე, რომელიც ჩვენს კოლეგებს აქვთ წაყენებული, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ჩატარდება სწრაფი და ობიექტური გამოძიება, რომელიც თავის ადგილზე დააყენებს ყველაფერს. აქვე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, მუნიციპალიტეტი, მისი ყველა სამსახური და ორგანიზაცია ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და შეუფერხებლად შეასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს“, - განაცხადა მერმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა