"ალდაგი" ფერმერებს 1.5 მილიონი ლარის ოდენობის ზიანს მომენტალურად აუნაზღაურებს

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" ფერმერების მიერ გაცხადებული ზარალის ოდენობა 1 500 000 ლარს შეადგენს, დაზარალებული ფერმერების ნაწილმა უკვე მიიღო სადაზღვევო ანაზღაურებები, დარჩენილი ნაწილიც დარეგულირდება და მომდევნო პერიოდში გაიცემა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია "ალდაგიდან" აცნობეს.

„ალდაგმა" წელს აგროდაზღვევის პოლისების გაყიდვა 17 აპრილს დაიწყო და ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, შეფერხების გარეშე. გასული თვენახევრის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, "ალდაგის" მიერ დაზღვეული მოსავლის დაზიანების უკვე 1500 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ნახევარი უკვე შემოწმებულია "ალდაგის" ექსპერტების მიერ. დარჩენილი ნაკვეთების შემოწმება 10 ივნისამდე დასრულდება.

წელს "ალდაგმა" ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე შეიტანა აგროდაზღვევის პირობებში. კერძოდ, სტიქიისგან ვაზის დაზიანების შემთხვევაში, "ალდაგის" მომხმარებელი მევენახეებს კომპანია ზარალს დაუყოვნებლივ აუნაზღაურებს. საქმე ისაა, რომ გასულ წლებში, ზიანის ანაზღაურების საფასური მევენახეებს შემოდგომაზე, მოსავლის აღებისას ერიცხებოდათ. რეალურად, დაზიანებული ვაზის აღდგენა ფერმერებისგან ხშირად დამატებით ხარჯებს მოითხოვს, ამიტომ თანხა მათ ყველაზე მეტად სტიქიის შემდეგ სჭირდებათ ხოლმე. "ალდაგმა" ზარალის ანაზღაურების ვადის დაჩქარება სწორედ მევენახეებისთვის მეტი მხარდასაჭერის მიზნით გადაწყვიტა.

ეს ახალი პირობა 2019 წლის 17 აპრილიდან, სადაზღვევო პოლისების გაცემისთანავე ამოქმედდა და რამდენიმე ათეულმა ფერმერმა ამ გაუმჯობესებული პირობებით უკვე ისარგებლა კიდეც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა